ჩემი ზამთარი


 
წელიწადის დრო, რომელიც ყველა დროზე მეტად მიყვარს ზამთარია. ზამთარი გამორჩეული დროა ყველა დროისაგან. თეთრი ფაფუკი თოვლი, გამჭვირვალე ლოლოები, მოფარფატე ფიფქები, ულამაზესი სანახაობაა თოვლში ჩაფლული სოფლები, დათოვლილი მთები.
  ზამთარი ფერიაა, როცა მისი დრო მოვა მოფარფატდებიან ფიფქები არემარეს გაანათებენ, გაალამაზებენ, შემოდგომისაგან ყურებჩამოყრილ ტყესა და მდელოს შეღებავენ, გააყუჩებენ, ადამიანები ბუნების ამ სილამაზით ტკბებიან, ნეტარებისაგან ბუნება დუმდება და თოვლის ჩურჩულს უსმენს.
  მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს დილით ზამთრის საბნის ქვეშ, შემიძლია ამ სურათს საათობით ვუცქირო, ამ დროს მხოლოდ ზამთრის მორევში ვეშვები, ვუყურებ მის სილამაზეს და სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავ ფილტვებში.
  არ ვიცი რატომ მიყვარს ასე განსხვავებულად ზამთარი, ალბათ მიზეზი სიცივის დიდი სიყვარულია ჩემში. სიცივის დროს თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ, არაჩვეულებრივ ხასიათზე ვდგები, თუ რამე მტკივა ამ დროს ტკივილი მიყუჩდება.
  წარმოშობით ბაკურიანიდან ვარ, იქ შექმნილი და ზამთრის თვეში დაბადებული ვარ. დედამ მომიყვა, როცა დავბადებულვარ 1990 წელს, მაშინ დიდთოვლობა ყოფილა, მუშტისოდენად თოვდა თურმე... ორი კვირისას უკვე თბილად შემფუთავდა და მასეირნებდა დედა. ყოველივე ამან ალბათ ჩემში ზამთრისადმი სიყვარული ჩამინერგა.
  ყოველთვის ზამთარი რომ იყოს არ მომწყინდება, ფაფუკი თოვლი ზამთრის ყვავილია, ნაძვებზე მიმოფანტული ეს ყვავილები ბუნების კიდევ ერთერთი ანგელოზია.   
    

0 коммент.:

Отправить комментарий