2008 წლის 7 აგვისტოს შესახებ ცარიელი სახლები და მეომრები
როცა გვითხრეს რომ ჩვენ დაპატიჟებულები ვიყავით კინო თეატრ თბილისში თან დასძინეს რომ თემა იქნებოდა წმინდა ანდრიას ჯვარი გამიხარდა რადგანაც მქონდა რამდენჯერმე ნაყურები. ახლაც ვიფიქრე რომ თემა იქნებოდა წმინდანის შესახებ, ხოლო როცა მივედით და დაიწყო გამოჩნდა სათაური ცარიელი სახლები. მაშინ მივხვდი რომ ეს წმინდანებს კი არა გმირებს ეხებოდა ეს თემ აიმ გმირებს რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ, ხოლო სანამ დაიწყებოდა მანმადე დააჯილდოვეს რეჟისორები როცა გამოაცხადეს რომ იქ იმყოფებოდნენ დაღუპულ გმირთა შვილები და მათ დასაჯილდოებლად იწვევდნენ, ისეთი როცა დავინახე დაღუპულ გმირთა პატარა მომავალი ვაჟკაცები ადიოდნენ რომ სცენაზე თან ჯარის ფორმები რომ ეცვათ ტანში ჟრუანტელმა დამიარა ყველა ფეხზე წამოვდექით და ტაშს ვუკრავდით მათ დაჯილდოებას. ხოლო შემდეგ ჩართეს ფილმი მათ აჩვენეს როგორ იხოცებოდნენ ქართველები და როგორ ბომბავდნენ გორს იყო სამი ძმის ამბავი სამივეს ჰქონდა ბევრი მედლები იმ სამი ძმიდან ყველაზე ცოტა მედლები ჰქონდა პატარა ძმას მაგრამ ომის შემდეგ როცა მას მიანიჭეს გმირობის მედალიო მან ჩამოიტოვა ძმების მედლები უკან, კიდევ იყო ორი ძმის ამბავი რომლებიც მოღვაწეობდნენ ჯარში ისინი იყვნენ ერთ ბრიგადაში ხოლო ომის დროს დაიღუპა ერთი ძმა რომელსაც მიანიჭეს გმირობის სიგელი ხოლო უმცროსი ძმის ასავალ დასავალი არავინ იცის ღმერთმა ქნას და ცოცხალი აღმოჩნდეს და დაუბრუნდეს ოჯახის წევრებს რადგანაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს მათ ტკივილი, შემდეგი თემა იყო მეომრები. ყვებოდნენ ჯარის კაცები თავის ამბებს რაც გადახდათ თავს ერთ-ერთმა თქვა რომ გაფრთხილებულები იყვნენ რომ ცეცხლი არ უნდა გაეხსნათ ერთი რაზმისთვის ეგენიც დაემორჩილნენ მაგრამ სწორედ იმ რაზმისგან მიიღეს ძლიერი დარტყმა სწორედ მაშინ დაკარგეს ერთი გმირი. ხოლო შემდეგ აჩვენეს ერთ-ერთი გმირის შვილი რომელმაც თქვა რომ მას ეუბნებიან ბავშვები ჩემი მამა დიდი და უკეთესიამაგრამ მათ ეს ბავშვი ასე პასუხობს ჩემი მამა დიდი და უკეთესია რადგანაც ის გმირია ამის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ხოლო როცა დამთავრდა ეს ფილმები ყველა ანატირები ჩანდა მართლაც რომ არ აგტირებოდა ან ერთი ცრემლი mainc არ გაგემეტებინა ამ გმირებისთვის მითუმეტეს უყურებ შენს სამშობლოს როგორ ბომბავენ მტრები შენ მაშინ უგულო ყოფილხარ და ამ ქვეყანაზე საკუთარი თავის გარდა არავინ გაინტერესებს
0 коммент.:
Отправить комментарий